ბენეფიციარები

10

სულ შემოსულია

22632 ლარი

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

სარეკლამო კომპანია ,,ედვენი“, მომღერალ ბაკურ ბურდულთან ერთად იწყებს საახალწლო საქველმოქმედო კამპანიას ,,გილოცავთ ახალ წელს“. პროექტის სპონსორია სამშენებლო კომპანია ,,დომუსი“.

,,გილოცავთ ახალ წელს“ საახალწლო საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც მომზადდა სპეციალურად იმ ბავშვებისათვის, ვისაც უსახსრობის გამო არ შეუძლიათ მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება. ასეთი ბავშვების ფოტოებით არის აჭრელებული სოციალური ქსელის გვერდები, ჯგუფები, რაც საკმაოდ მძიმე სანახავია. ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება და მათ განსხვავებული სახით მივაწოდოთ ამ ბავშვების ისტორია, ერთად შევიხედოთ ბავშვების ჯადოსნურ სამყაროში და გვჯერა, რომ  ერთად შეგვიძლია ვაჩუქოთ მათ ახალი სიცოცხლე ახალ წელთან ერთად.

კამპანიისთვის შეიქმნა ვიდეო რგოლი და ვებ-გვერდი www.gilotsavtakhaltsels.ge, სადაც განთავსებულია ყველა ბენეფიციარი მშობლის ანგარიშის ნომერი. ბავშვების ფოტოებს თან ერთვის თავისი ზღაპრული ისტორია, რაც სულ სხვა კუთხით დაგვანახებს ბენეფიციარებს.

კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თანხის შეგროვებაა.  სწორედ ამიტომ პროექტის ავტორებმა გადავწყვიტეთ  საიტზე მიგვეთითებინა თითოეული ბენეფიციარის მშობლის ანგარიშის ნომერი. თქვენს მიერ ჩაირცხული თითოეული ლარი პირდაპირ აისახება მშობლის ანგარიშის ნომერზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებისთვის ყველა ლარი მნიშვნელოვანია.

გამოიწვიეთ მეგობრები და ერთად მივულოცოთ ბავშვებს ახალი წელი.

ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ახალ წელს და ეს სიტყვები ჩვეულებრივი მილოცვის ფორმაა. ვიღაცისთვის კი ახალი წელი და ახალი წლები შეიძლება უბრალოდ არ დადგეს. მათთვის ეს სიტყვები ნიშნავს გადარჩენას, ნიშნავს იმას, რომ ისინი ცხოვრებას აგრძელებენ.

ჩვენ შესახებ